TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, უკვე ერთ წელზე მეტია, რაც , USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის“.
პროექტის წინა ეტაპზე 10,000-მდე რეგისტრირებული აპლიკანტიდან შეირჩა 400-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან ნაწილი მიმდინარე სტუდენტია, ნაწილმა კი უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამები და საკუთარ კარიერას სხვადასხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში აგრძელებს.
ახლა კი, რეგისტრაცია ცხადდება დამატებით 350-მდე მონაწილის მომზადებასა და გადამზადებისთვის. კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება, iOS Development, DevOps, Python, React, Blockchain – ეს ის პროგრამებია, რომელთა შესწავლაც პროექტის ფარგლებში 18 წელს ზევით ასაკის ყველა მსურველს შეუძლია. კურსები განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით.
10-დან 26 ივნისის ჩათვლით რეგისტრაცია მიმდინარეობს, სრულად დაფინანსებულ, შემდეგ პროგრამებზე:
· DevOps
· Blockchain
· კიბერუსაფრთხოება
· ინფორმაციული უსაფრთხოება
24 ივნისიდან კი მსურველები შეძლებენ დარეგისტრირდნენ შემდეგ მიმართულებებზე: iOS Development; React; პროგრამირების საფუძვლები (Python); Advanced Python (Django); სადაც სწავლა 2024 წლის სექტემბრიდან დაიწყება.
სწავლების ხანგრძლივობა, კურსების მიხედვით 3-6 თვემდეა და სრულად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს უწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერება, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს.
პროგრამები წარიმართება ს IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. პროგრამები სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებულ სწავლებას სთავაზობს, რაც მათ სხვადასხვა უნარების განვითარებაში ეხმარება და ხელს უწყობს დასაქმებაში.
„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის ტექნოლოგიების სფეროში. ეს არის შანსი შეიძინო ახალი ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.