უკრაინამ შეასრულა ჩვენ მიერ გაწერილი ყველა ნაბიჯი და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოალაპარაკებები ამ თვის ბოლოს უნდა დაიწყოს. ძვირფასო ვოლოდომირ [ზელენსკი], ეს არის უკრაინის აღდგენის პირველი კონფერენცია, რომელიც ევროკავშირში ტარდება და თქვენი ქვეყნის ადგილიც სწორედ აქ არის. ხარკოვი ევროპაა, უკრაინა ევროპაა და ჩვენი კავშირი თქვენი სახლია.