ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. გარდა ამისა, მან მონაწილეებს ელექტროენერგეტიკული სექტორის მუშაობის პრინციპები გააცნო და ყურადღება ენერგეტიკაზე, როგორც მომავლის პროფესიაზე გაამახვილა.
ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მათი ცნობით, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია, განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის ხელშეწყობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრაში განახლებადი ენერგიის როლის შესახებ მათი ინფორმირება.
მათივე ინფორმაციით, პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებში 35 სკოლის 500-მდე მოსწავლისთვის ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს უტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. პროექტის ხანგრძლივობაა კი 8 თვეა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – ჩვენ ვართ ისტორიული უსამართლობის მომსწრე – ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები, მიშა სააკაშვილი აშენებდა და საფუძველს უყრიდა ისეთ საქართველოს, როგორსაც დავით აღმაშენებელი აშენებდა