“ქართველებო, იზრუნეთ, რომ ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის დროს ამ პოლიტიკურ მარაზმს აარიდოთ” – სოსო პავლიაშვილი საქართველოს ნაკრების შესახებ

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა Metaratings-ისთვის მიცემულ კომენტარში, საქართველოს ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.
“მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ქართველი ფეხბურთელები პოლიტიკურ ინტრიგებში არ გაიხლართონ. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იზრუნოს რომ ფეხბურთელებს საბრძოლო განწყობა ჰქონდეთ და მათგან არ ითხოვდნენ იყვნენ პოლიტიკური მარაზმის ნაწილი.
ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე ეს ასე უნდა იყოს და როდესაც ტურნირი დასრულდება, თვითონ გადაწყვიტონ. მესმის რომ მოთამაშეები ახალგაზრდები და ემოციურები არიან. ამან მათ თამაშზე შეიძლება მოახდინოს გავლენა და ფსიქოლოგიურად დაიღალონ.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი სიხარულია და მე მადლობელი ვარ
ყველასი, ვინც საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს. ჩვენი ბაბუები იმისთვის იბრძოდნენ, რომ ევროპაში გამარჯვება მოეტანათ და ამის დავიწყება არ შეიძლება. იმედია მათი სულები ჩასახლდებიან ჩვენს ფეხბურთელებში და გამარჯვებებს მოგვიტანენ. Მე მიყვარს ფეხბურთი. მუსიკოსი რომ არ ვყოფილიყავი, ვფიქრობ, ფეხბურთელი გავხდებოდი”, – თქვა პავლიაშვილმა.
რუსული გაზი გინდათ სირებო? მაშინ რაღას ილანძღებით? ერთხელაც ამოუვა ყელში რესეთს და შეგვიწყვიტავს გაზს ,მერე? ვირბინოთ “კერასინკებით” წინ და უკან! თუ თქვენი ჩმორიკა ამერიკა დაგვეხმარება, როგორც ომის დროს: წყლით და ბაიდენას პამპერსებით?