ზელენსკი ზურაბიშვილს: ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიით გამოწვეულ ბევრ ტანჯვას გაუძლეს

უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ს პოსტს პასუხობს და მას მადლობას უხდის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს თანადგომისთვის. ზელენსკი წერს, რომ ქართველებმა და უკრაინელებმა ს აგრესიით გამოწვეულ უამრავ ტანჯვას გაუძლეს.
“ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს უკრაინის მიმართ თქვენს სოლიდარობას ვაფასებ. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეულ ბევრ ტანჯვას გაუძლეს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ”, – წერს ზელენსკი.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და ს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, 90 წლის შემდეგაც პრიორიტეტად რჩება ის, რომ ისტორია არ განმეორდეს.