„საქსტატი“ 11 000-მდე ვაკანსიას აცხადებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმწერის პოზიციაზე 11 000-მდე ვაკანსიას აცხადებს.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაო 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
„აღმწერის ძირითადი ფუნქციები იქნება მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე.
აღმწერის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება გამოაცხადა. მსურველს განაცხადი შეუძლია გამოგზავნოს მოცემულ ბმულზე: https://census-cv.geostat.ge/ და https://jobs.ge/?view=client&client=geostat. განაცხადის მიღება ასევე შესაძლებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში (ეგნატე ნინოშვილის 55). განაცხადი მიიღება ასევე საქსტატის რეგიონულ ოფისებში. აღმწერის ხელფასი შეადგენს დარიცხულ 750 ლარს. მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში. უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.