კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ცხელი ხაზი 15 20 ამოქმედდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, გაზრდილ მომართვიანობაზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ცხელი ხაზი 15 20 სრული დატვირთვით ამოქმედდა. შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე როგორც კონკურენციის, ისე მომხმარებლის დაცვის და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ შესაბამისი პასუხი მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე, 509 განაცხადი დაფიქსირდა, საქმის შესწავლა კი 285 განცხადებაზე დაიწყო.
„საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე, 509 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 285 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. დროის აღნიშნულ მონაკვეთში დაფიქსირებულია 5035 ზარი.
თუ თვლით, რომ თქვენი როგორც მომხმარებლის უფლებები ირღვევა ან ფლობთ ინფორმაციას კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების შესახებ დაგვირეკეთ 15 20 ან მოგვწერეთ [email protected]”- წერია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge