NATO არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას – ხავიერ კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO -ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება.
„NATO არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას. ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, – წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.