სანქციებს აზრი მაშინ აქვს, როცა ის სამართლიანია. ერთადერთი, ვისაც სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაუხარდა, ჩვენი საერთო მტრები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსსა და საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ძირს უთხრიან. ამიტომ, მე მჯერა, რომ მომავალში, აშშ-ს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას გადახედავს. ჩვენი უპირველესი მიზანი და მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაა.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.
აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.
