სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში $201.4 მლნ შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 64.4%-ით ნაკლებია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირების ფონზე „კომერსანტი“ იმ მაჩვენებლებით დაინტერესდა, რაც ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას განაპირობებს.
Trading Economics-ის პორტალის თანახმად კვარტალურ და თვიურ ჭრილში, შემცირებულია ქვეყანაში ბიზნესის განწყობის, მარაგების ცვლილების, კორუფციის აღქმის ინდექსის, სამრეწველო, დამმუშავებელი და სამთო წარმოების მაჩვენებლები და გაუფასურებულია ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში.
Trading Economics-ის მონაცემების, ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში 16,40 პუნქტამდე შემცირდა 2024 წლის პირველ კვარტალში არსებული 17,70 პუნქტიდან. ბიზნეს განწყობის ყველაზე მაღალი კლება ვაჭრობის სექტორში (-7,4) ფიქსირდება. თითქმის გაორმაგებული იყო აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის მე-3 კვარტალში (36.4 ქულა), ხოლო 2023 წლის მე-2 კვარტალში 26.4 ქულა იყო (წყარო: ISET Policy Institute).
მარაგების ცვლილება 2023 წლის მე-4 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით განახევრებულია 721.8 მლნ ლარიდან 327.4 მლნ ლარამდე. იმავე წლის მეორე კვარტალში მარაგების მოცულობა 4-ჯერ მეტი იყო და 1. 290 მლნ ლარს შეადგენდა (წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).
Trading Economics-ის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისის მეორე ნახევრიდან საქართველოს ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. 10 მაისი ლარის კურსი 2.66 ლარი იყო აშშ დოლართან მიმართებაში, 10 ივნისს – 2.86 ლარს მიაღწია. დღევანდელი 11 ივნისის კურსით კი 1 დოლარი 2.8185 ლარი ღირს.
პორტალი წერს, რომ სამშაბათს, 11 ივნისს, ლარი 0.0465 აშშ დოლარით, ანუ 1.62%-ით გაუფასურდა წინა სავაჭრო სესიის შემდეგ, როცა მისი ღირებულება აშშ დოლართან მიმართებაში 2.8650 ლარი იყო.
საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებზე დაყრდნობით, Trading Economics-ი წერს, რომ 2023 წელს საქართველოს მაჩვენებელი კორუფციის აღქმის ინდექსში 3-ით გაუარესდა და 2022 წლის 56-ის შემდეგ 2023-ში 53 გახდა.
2023 წელს საქართველოში კორუფციის მაჩვენებელი წინა წლის 41.00-დან 49.00-მდე გაუარესდა და საქართველო 49-ე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა 180 ქვეყნიდან. კორუფციის დონე საქართველოში საშუალოდ 67,74 იყო 1999 წლიდან 2023 წლამდე, ყველა დროის მაქსიმუმს – 133,00 2004 წელს მიაღწია და 2018 წელს რეკორდულად დაბალი 41,00 იყო (წყარო:საერთაშორისო გამჭვირვალობა).
სამრეწველო წარმოება 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა. ეს იყო სამრეწველო წარმოების ყველაზე ძლიერი ზრდა 2023 წლის მეორე კვარტალის შემდეგ, რადგან წარმოება მკვეთრად აღდგა დამმუშავებელ მრეწველობაში (2023 წლის მეოთხე კვარტალში 0.2%-დან 11.5%-მდე). ამავდროულად, წარმოების მოცულობა გაიზარდა სამთო მრეწველობაში (5.1% vs 2.7%), წყალმომარაგებაში, ნარჩენების მართვისა და რემედიაციის საქმიანობებში (17.2% 14.5%–ის წინააღმდეგ), ხოლო ელექტროენერგიისა და გაზის წარმოებაში შემცირდა (-1.4% vs -7.9%). (წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).
რაც შეეხება დამმუშავებელი წარმოებას, 2023 წლის დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით საქართველოში ეს მაჩვენებელი 0,11 პროცენტით გაიზარდა. 2023 წლის მეოთხე კვარტალში კი მესამესთან შედარებით შემცირებულია (0.11% – 1.47%).
დამმუშავებელი წარმოება საქართველოში საშუალოდ 11,31 პროცენტს შეადგენდა 2000 წლიდან 2023 წლამდე. ყველა დროის მაქსიმუმმა 2010 წელს მიაღწია, როცა მაჩვენებელი 95.10% იყო. ყველაზე დაბალი კი 2009-ში იყო -31.2%. (წყარო:
საქართველოში სამთო წარმოება 2023 წლის დეკემბერში 5,45%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით. კვარტალურ ჭრილში კი შემცირებულია მაჩვენებელი – 2023 წლის მე-4 კვარტალში 5.45% იყო, მე-3 კვარტალში 8.48%.
წყარო: Trading Economics
აღსანიშნავია, რომ International Institute for Management Development-ის (IMD) მსოფლიოს კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, 64 ქვეყანას შორის საქართველო არ არის. ამ სიაში 47-ე ადგილზეა თურქეთი, 37-ზე – ყაზახეთი, 21-ზე – ჩინეთი. რეიტინგში ლიდერობენ დანია, ირლანდია და შვეიცარია. ათეულში არიან: სინგაპური, ნიდერლანდები, ტაივანი, ჰონგ კონგი, შვედეთი, აშშ და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.