სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტს იწყებს

უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდები ანაზღაურებად სტაჟირებას 2 თვის განმავლობაში გაივლიან, წარმატებულებს კი კომპანია დასაქმებას შესთავაზებს.
მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ენერგეტიკის, შრომის უსაფრთხოების, ფინანსების, ლოჯისტიკის და სხვა მიმართულებების სტუდენტებს
„ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც საშუალება ექნებათ პრაქტიკაში მიიღონ გამოცდილება და შემდეგ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. ჩვენ მათ შევუქმნით ყველა პირობას, რომ ღირსეულ გარემოში შეძლონ მუშაობის გაგრძელება“, – განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ტრაპაიძემ.
კომპანია, სტუდენტებს უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან ერთად შეარჩევს. თუმცა, ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შეუძლია გააგზავნოს რეზიუმე – მეილზე: [email protected].

ასევე დაგაინტერესებთ