ბექა ოდიშარია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე: ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის ეგზისტენციალური საკითხი.
„ოპოზიცია, რომელიც გამოდის აზვირთებული ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, გარწმუნებთ, არის დაკავშირებული ამ პროპაგანდასთან. ჩვენთვის ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და ამიტომ ჩვენ წინ აღვუდგებით ამას. მორალურ პოლიციას ჩვენ არ ვქმნით, ჩვენ შორს ვართ ამისგან. სამაგიეროდ, ძალიან ახლოს და მჭიდროდ ვართ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტთან და ამის გარანტია იქნება „ქართული ოცნება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით