ჩეხეთის პრემიერის განცხადებით, ავტობუსებზე თავდასხმის მცდელობის უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას განცხადებით, გასულ კვირას პრაღაში საქალაქო ავტობუსებზე თავდასხმის მცდელობის უკან, შესაძლოა, რუსეთი იდგეს.
„არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმა ორგანიზებული და დაფინანსებული იყო, სავარაუდოდ, რუსეთისგან. ეს არის რუსეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და რომელიც უნდა შევაჩეროთ. რუსეთი გამუდმებით ცდილობს არეულობა დათესოს, ძირი გამოუთხაროს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების ნდობას“, – აღნიშნა ფიალამ პრესკონფერენციაზე.
ჩეხეთში პოლიციამ გასულ კვირას, თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, 26 წლის მამაკაცი დააკავა და ბრალი ტერორიზმში წაუყენა. პოლიციამ დაკავებამდე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი სამხრეთ ამერიკიდან იყო და ჩეხეთის რესპუბლიკაში თავდასხმის მცდელობამდე ხუთი დღით ადრე ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ