ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე დასასწრებად გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, გერმანიაში ჩავიდა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციას და კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსული საჰაერო ტერორის კონტექსტში, უკრაინის ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული სწრაფი გადაწყვეტილებები ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, შოლცთან შეხვედრაზე ზელენსკი გეგმავს ისაუბროს თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარებისა და იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ. მხარეები ასევე მოახდენენ პოზიციების კოორდინაციას მშვიდობის სამიტის, ევროპული საბჭოს სამიტისა და ნატო-ს სამიტის წინ.
გარდა ამისა, ზელენსკი შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბარბელ ბას და ეწვევა სამხედრო ბაზას, სადაც უკრაინელი სამხედროები წვრთნებს გადიან.
უკრაინის აღდგენის საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბერლინში 11-12 ივნისს გაიმართება და მესამე მსგავსი ღონისძიება იქნება. პირველი კონფერენცია 2022 წელს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში ჩატარდა, მეორე კი – გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!