ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიციის მტკიცებით, ე.წ. არჩევნებში მათ გამარჯვებას ჰპარავენ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპარლამენტო ს წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
ბიულეტენების 87%-ის დათვლის შემდეგ ე.წ. არჩევნებს მარიონეტული რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პარტია ერთიანი ოსეთი ხმების 30.32%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს კი მოქმედი პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტია ნიხასი იკავებს, რომელმაც ხმების 29.93% მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. არჩევნებში გამარჯვებაზე პრეტენზიას ორივე ზემოხსენებული პარტია გამოთქვამს. პარტია ერთიან ოსეთში უკვე საუბრობენ დე ფაქტო არჩევნებზე მომხდარ “სერიოზულ დარღვევებზე”.
“ნათელია, რომ ცდილობენ მოიპარონ პარტიის უპირობო გამარჯვება, ცინიკურად უგულებელყოფენ სამხრეთ ოსეთის ხალხის ნებას. გუშინ, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები თავმჯდომარის, აცამაზ ბიბილოვის ხელმძღვანელობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარღვევებზე განმარტებების მისაღებად მივიდნენ. საუბარია საარჩევნო უბანზე დახვედრებულ კალმებზე, რომელთა მელანიც ქრება, ასევე, 700-ზე მეტ გაუჩინარებულ ბიულეტენზე. ბიულეტენების უბრალო შემოწმება ეჭვს არ ტოვებს ორგანიზებულ გაყალბებასთან დაკავშირებით, დამკვირვებლებმა სწორედ ხმების დათვლის დროს დაინახეს, თუ როგორ გაქრა მელანი მონიშნული უჯრები ბიულეტენებიდან, თუმცა, ჩვენ სგან ახსნა-განმარტება არ მიგვიღია”. – წერია პარტიის განცხადებაში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთიანი ოსეთი მოითხოვს, რომ გარკვეულ უბნებზე ჩატარებული არჩევნების შედეგები გაუქმდეს.