სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენის ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ს პრემიერ-მინისტრ სთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ და მსოფლიოს სხვა ლიდერები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ს წინადადებას მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„მდივანმა დაადასტურა, რომ აშშ და მსოფლიოს სხვა ლიდერები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჯო ბაიდენის წინადადებას მხარს დაუჭერენ, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას და ღაზაში განაწილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან და მდგრად ზრდას გამოიწვევს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ხაზი გაუსვა, მათ შორის იმის უზრუნველსაყოფად, რომ 7 ოქტომბერი არასდროს აღარ განმეორდეს.
„მდივანმა პრემიერ-მინისტრს პოსტკონფლიქტური პერიოდის დაგეგმვის მიზნით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა გააცნო, ხაზი გაუსვა ამ ძალისხმევის მნიშვნელობას გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ