Lufthansa ბორტზე უფასო ჩაის და ყავას დააბრუნებს

Lufthansa ბორტზე უფასო ცხელ სასმელებს დააბრუნებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.ცხელი სასმელები (ჩაი და ყავა) უბრუნდება ეკონომ კლასის მგზავრებს მოკლე და საშუალო მანძილის ფრენებზე, – განაცხადა მან.2021 წლიდან ავიაკომპანია ცხელი სასმელებისთვის მგზავრისგან 3 – 3,5 ევროს იღებდა. ახლა კი ავიაგადამყვანების ბაზარმა აღდგენა დაიწყო, ამიტომ არსებობს საშუალებები სერვისის გასაუმჯობესებლად.
avianews.ge