„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 13 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე განთავსებულ ღონისძიებათა პროგრამაშია აღნიშნული.
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართება.
ასევე, „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრის გარდა, 13 ივნისს, თავდაცვის მინისტრების დონეზე -ნატოს საბჭოს სხდომაც გაიმართება.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წინა, 22-ე შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა და შეხვედრის მთავარ საკითხს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და საარტილერიო ჭურვების მიწოდება წარმოადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით