მამარდაშვილის მშრალი მატჩი – “ვალენსიამ” სახლში “სელტას” ვერ სძლია [VIDEO]

ლა ლიგის მეთოთხმეტე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „სელტას“ დაუზავდა – 0:0.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, სტუმრებმა ორი მომენტი ვერ გამოიყენეს: ერთი მამარდაშვილის შეცდომის შემდეგ და მეორე, როდესაც ლარსენმა თავურით მიზანს ვერ უწია. მეორე ტაიმშიც ბევრი იყო ბრძოლა, ცოტა მომენტები და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„ვალენსია“ 19 ქულით მეცხრე ადგილზეა და 2 დეკემბერს გასვლაზე „ჟირონას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია – სელტა 0:0
თამაში არის რომელშიც საბედისწერო შეცდომას არ უშვებს?> ეს რა ქართული სენია სიზარმაცე ყოველთვის რომ გვძლევს ხოლმე რაღაც ეტაპზე! მეტი კონცენტრაცია მართებს და მეტი ვარჯიში! სულ უნდა ვითარდებოდეს ყოველდღე! მესამე წელია უკვე ვალენსიაშია… საფეხბურთო აზროვნებაში უჭირს და მაგიტომ ვერ თამაშობს გამოსვლებზეც, ვერ საზღვრავს ტრაექტორიას სისწრაფეს დროს და ა.შ ამ ყველაფერზე საწყის საფეხურებზე უნდა ევარჯიშა მაგრამ საქართველოში ჩემპიონატი ისეთ ,,მაღალ დონეზეა…,, არც ეხლაა გვიან დაუღალავი ვარჯიშით მივა რაღაც დონემდე.

ასევე დაგაინტერესებთ