ჯიმ ო'ბრაიენი – გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი აცხადებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს სრულად ვუჭერთ“, – წერს ჯიმ ო'ბრაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!