ილია დარჩიაშვილი – პრემიერის მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება ომის პირობებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მეთაურს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგიდის ფორმატში.
„საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბერლინში, 11 და 12 ივნისს იმართება უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფორუმი, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები და იქნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოუჩინონ შემდგომ ს დახმარება, იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ომში მყოფ ქვეყანას აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც სხვა ლიდერები, ამ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მას ექნება კონკრეტული მიმართვა ამ მრგვალი მაგიდის ფორმატში, ხოლო შემდგომ მას ექნება ცალკე განცხადება, რომელსაც გააკეთებს უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მონაწილეობა, საქართველო ყოველთვის, ყველა შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდა უკრაინას ბოლო წლების განმავლობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა ამ კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას