ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი კიევში ჩავიდა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.
უკრაინის პრემიერმა შმიგალმა კაისა ოლონგრენს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„აღვნიშნე ნიდერლანდების ინიციატივა, პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების ერთობლივი გადაცემის შესახებ. ასევე, ჩვენ F-16-ების სწრაფ მიღებას ველით, რაც ხალხისა და ინფრასტრუქტურის დაცვას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
ასევე, მხარეებმა თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოების, ტექნოლოგიების გაცვლის, შვეიცარიაში გასამართი გლობალური სამშვიდობო სამიტისა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ