“ჰამასმა” გადადო მძევლების მეორე ჯგუფის გათავისუფლება – საერთაშორისო მედია

შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული შეიარაღებული დაჯგუფება “ჰამასი” აცხადებს, რომ ს მძევლების გათავისუფლების მეორე რაუნდის გადადება გადაწყვიტა,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია მოძრაობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც Reuters-ი იუწყება, ბოევიკები მოითხოვენ, რომ ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარების მქონე სატვირთო მანქანებს ღაზის ჩრდილოეთ სექტორში შესვლის უფლება მისცეს. გარდა ამისა, „ჰამასის“ სამხედრო ფრთა აცხადებს, რომ მძევლების გათავისუფლება გადაიდება, თუ ისრაელი არ შეასრულებს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმებულ პირობებს.
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ფრანგულ ტელეარხ BFM-ს განუცხადა, რომ ისრაელი სრულად იცავს ზავის პირობებს.
სააგენტო AP-ის თანახმად, ჯგუფი ამტკიცებს, რომ ისრაელის მიერ ნებადართული დახმარების მარაგი, სავარაუდოდ, არ შეესაბამება დაპირებულს, ასევე არასაკმარისი რაოდენობის დახმარება მიეწოდება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც ისრაელის სახმელეთო შეტევის ცენტრს და მთავარ საბრძოლო ზონას წარმოადგენს.
მანამდე გავრცელებული ცნობით, ისრაელმა კატარისგან მიიღო იმ მძევლების სახელობითი სია, რომლებიც შაბათს, 25 ნოემბერს, ღაზის სექტორში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მეორე დღეს უნდა გათავისუფლდნენ. სიაში შედიან ქალები და ბავშვები.

სააგენტო France Presse-ი ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 14 ადამიანი უნდა გათავისუფლდეს.
წინა დღით, -სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დადებული ოთხდღიანი ზავის პირობებით, „ჰამასმა“ 13 მძევალი გადასცა „საერთაშორისო წითელ ჯვარს“.

გათავისუფლებულმა მძევლებმა ღაზის სექტორი ეგვიპტესთან საზღვრის გამშვები პუნქტის, რაფაჰის გავლით დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ