ოლაფ შოლცის პრესსპიკერი – გერმანია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებს

გერმანია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებს, – ამის შესახებ კანცლერის, ს პრესსპიკერმა განაცხადა.
„მორიგი ს თარიღი მომავალი შემოდგომაა. და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვგეგმავთ“, – განაცხადა შტეფენ ჰებესტრეიტმა პრესკონფერენციაზე.
ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, კანცლერის „სოციალ-დემოკრატიულმა“ (SPD) პარტიამ ხმების 14%-ით მესამე ადგილი დაიკავა. არჩევნებში ლიდერობს კონსერვატიული ბლოკი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალური პარტიის გაერთიანება (CDU/CSU), ხმების 30%-ით, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) ხმების, დაახლოებით, 16%-ით, ამასთან, „მწვანეებმა“ ხმების 12% მიიღეს, ხოლო ლიბერალურმა „თავისუფალმა დემოკრატიულა პარტიამ (FDP) კი – 5%-ი.
არჩევნების შედეგების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა ოლაფ შოლცს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ