აშშ-ის საელჩო: 26 მაისის ღონისძიებაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა ივანიშვილის ცრუ ნარატივების გამო გაუქმდა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეკითხვის პასუხად აცხადებს, რომ „-ის მონაწილეობა 26 მაისს მთავრობის ღონისძიებაში გაუქმდა მმართველი პარტიის მიერ ამერიკის შესახებ იმ ცრუ ნარატივების ფონზე, რომელიც გამოიხატა 29 აპრილს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლაში“.
ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ წელს, წინა წლებისგან განსხვავევით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამხედრო კომპონენტში აშშ-ის მონაწილეობა გაუქმდა, ს სიტყვით გამოსვლის შინაარსის გამო თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.
“შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და სურს იხილოს საქართველო მტკიცედ ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ამ გზას“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს პასუხში რომელიც რადიო თავისუფლებამაც მიიღო მოთხოვნის საფუძველზე.
29 აპრილს “საერთო სახალხო შეკრებაზე” ბიძინა ივანიშვილმა მიანიშნა, რომ აშშ და მისი პარტნიორები ევროპაში საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობის მანძილზე.
მმართველ პარტიაში იმასაც აცხადებენ, რომ თითქოს არსებობს და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს „გლობალური ომის პარტია”. „გლობალური ომის პარტია“ საქართველოზე გავლენის აღსადგენად გეგმავს (წარუმატებელ) სახელმწიფო გადატრიალებებს – მიზანი, ხელისუფლებაში „აგენტურის“ დაბრუნება და ქვეყნის ომში ჩათრევაა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს