შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვისმინე გამიჯვნა ჟურნალისტის იმ ქმედებისგან, რომელიც 84 ტყვიით გვემუქრებოდა, პირადად მეც კეფაში და რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირისგან, სავარაუდოდ დღესაც

სამწუხაროდ, დღემდე მე ვერ მოვისმინე გამიჯვნა „ჯემნიუსის“ ჟურნალისტის იმ ქმედებისგან, რომელიც 84 ტყვიით გვემუქრებოდა, პირადად მეც კეფაში და რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირისგან, სავარაუდოდ, დღესაც, – ამის შესახებ პარლამენტის თამჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ტერორის კამპანია, რომელშიც მონაწილეობენ მათ შორის ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები.
„რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის დედაქალაქში საქართველოს მთავრობის მხრიდან ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანი, იქაური პარლამენტის წევრს რომ დაემუქროს კეფაში ტყვიით, რა მოხდებოდა იმავე წამს იმ ადამიანის მიმართ, ან იმ ორგანიზაციის მიმართ, საიდანაც დაფინანსებას მიიღებდა და იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც აფინანსებს ადამიანს, რომელიც კეფაში ტყვიით ემუქრება ადამიანებს. ამ საკითხს მე კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, მანამ, სანამ არ მოვისმენ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან გამიჯვნას. ერთადერთი, რასაც მედიით მივადევნე თვალი, ამ საკითხს გამოეხმაურა ბრიტანეთის საელჩო და მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ მათთვის ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. თუმცა როგორც ვიცით, ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამიტომ ევროკავშირს ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს ეს განცხადება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ