რუსეთში ვორონეჟის წიგნის მაღაზიამ იაპონელი კლასიკოსი იუკიო მიშიმა უცხოელ აგენტად გამოაცხადა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟის წიგნების მაღაზიაში კლასიკოსი მწერალი იუკიო მიშიმა “უცხოელ აგენტად” გამოაცხადეს. მიშიმას წიგნებს რუსულად ბორის აკუნინი თარგმნიდა.
Новая газета წერს, რომ ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა ქალაქ ვორონეჟში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს იუკიო მიშიმას წიგნები ზედ დაკრული სტიკერებით და შემდეგი წარწერით: “ორიგინალი მასალა მომზადებულია უცხოელი აგენტის, იუკიო მიშიმას მიერ”.
იუკიო მიშიმა (1925-1970) იაპონური ლიტერატურის განთქმული კლასიკოსია, რომელიც სამჯერ წარადგინეს ნობელის პრემიაზე.
წყაროს ინფორმაციით, ეს რომანები “უცხოელ აგენტად” გამოცხადებულმა მწერალმა, ბორის აკუნინმა თარგმნა, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.
· მწერალი ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი გრიგორი ჩხარტიშვილი) ს იუსტიციის სამინისტრომ “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა.
· ბორის აკუნინი რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა 18 დეკემბერს ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა.