ევროპა გამოფხიზლების გზას ადგას, იმედია ლიბერალური ფაშიზმი იმ ხარისხით ვეღარ იპოზიციონირებს როგორც აქამდე და ბევრი რამ თვისობრივად შეიცვლება, მათ შორის, ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში

ევროპა გამოფხიზლების გზას ადგას, იმედია ლიბერალური ფაშიზმი იმ ხარისხით ვეღარ იპოზიციონირებს როგორც აქამდე და ბევრი რამ თვისობრივად შეიცვლება, მათ შორის, ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში
„ევროკავშირის ევროპარლამენტის არჩევნები მხოლოდ არჩევნები არ არის, ეს არის ძველ და ახალ ევროპულ ფასეულობათა ბრძოლა პოლიტიკურ ჭრილში.“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში. მეგრელიშვილი ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მკვეთრად გაზრდილია მემარჯვენე ჯგუფებისადმი მხარდაჭერა.
„ევროკავშირის ევროპარლამენტის არჩევნები მხოლოდ არჩევნები არ არის, ეს არის ძველ და ახალ ევროპულ ფასეულობათა ბრძოლა პოლიტიკურ ჭრილში. ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ მკვეთრად გაზრდილია მემარჯვენე ჯგუფებისადმი მხარდაჭერა, იდენტობა და დემოკრატიამ (ID) 11-ადგილით მეტი მანდატი მოიპოვა, ხოლო ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების(ECR) პარტიამ ერთი ადგილით მეტი.
ამას გარდა, ეგზიტპოლების მიხედვით, გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) გაიმარჯვა და ხმების 30.30% აიღო, მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვისაც (AfD) 16% მოიპოვა, ხოლო კანცლერ ს სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) ხმათა 13.90%-ით მესამე ადგილზე გავიდა და ბოლო წლებში ყველაზე გაუარესებული შედეგი აჩვენა. ამავდროულად, ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ს ფრაქცია ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიამ დაამარცხა. ევროპარლამენტის წინასაარჩევნო შედეგების გამოცხადების შემდეგ, მაკრონმა პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოაცხადა. ევროპა გამოფხიზლების გზას ადგას, იმედია ლიბერალური ფაშიზმი იმ ხარისხით ვეღარ იპოზიციონირებს როგორც აქამდე და ბევრი რამ თვისობრივად შეიცვლება მათ შორის ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.“-წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: პრემიერ-მინისტრი , მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება

ასევე დაგაინტერესებთ

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება

საქართველოს თვითმყოფადობასთან მებრძოლი ევროკრატიის განშტოება, ვენეციის კომისია ისეთ აბსურდშია, რომ FARA-ს კანონის უსაგნო კრიტიკაში მის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორს, აშშ-ს უწუნებს კანონის უზენაესობას