ქვეყნის არჩევნებში მარცხის შემდეგ, ბელგიის პრემიერმინისტრმა ალექსანდრ დე კრომ 9 ივნისს განაცხადა, რომ იგი პრემიერის თანამდებობის დატოვებს.
“ჩვენთვის ეს განსაკუთრებით რთული საღამო იყო, ჩვენ წავაგეთ. ხვალიდან მე პრემიერმინისტრობიდან გადავდგები”. – განუცხადა მან ყრილობაზე მისულ მხარდამჭერებს.
ეგზიტპოლების მიხედვით, დე კროს პარტიამ “Open VLD” არჩევნებში 5.7% აიღო, რაც 2019 წლის შედეგებთან შედარებით 2.8%-იანი კლებაა. პრემიერის გარდა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დე კროს პარტიის პრეზიდენტმა, ტომ ონგენამაც მიიღო.
დე კრო ქვეყნის დროებით პრემიერმინისტრად მანამ დარჩება, სანამ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.
“მე დავრწმუნდი, რომ ჩვენ ახალი მთავრობა, სრული უფლებამოსილებით, დროულად გვჭირდება”. – განაცხადა დე კრომ და დაამატა, რომ “ამომრჩეველთა გზავნილი აშკარაა”.
