ეგზიტპოლების მონაცემებით, იტალიაში, პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის კონსერვატიულმა გუნდმა, იტალიის ძმებმა ევროპარლამენტის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა აიღო.
სახელმწიფო მაუწყებლის, RAI-ის ეგზიტპოლის მონაცემებით, იტალიის ძმებმა ხმების 26-30% მოიპოვეს, ხოლო მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციური დემოკრატიული პარტია(PD) მეორე ადგილზე 21-25%-ით გავიდა.
სხვა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, 5 ვარსკვლავის მოძრაობამ 10-14% მოიპოვა, ხოლო გარდაცვლილი სილვიო ბერლუსკონის მიერ დაარსებული Forza Italia 8,5-10,5%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა და პოტენციურად თავის ძველ მოკავშირეს, ულტრამემარჯვენე ლიგას აჯობა, რომელმაც ხმების 8-10% აიღო.
2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში პარტია იტალიის ძმებმა მხოლოდ 6.4% მიიღო, თუმცა 2022 წლის ნაციონალურ არჩევნებში ხმების 26% დააგროვეს და პარტიის ლიდერი, ჯორჯია მელონი იტალიის პრემიერმინისტრი გახდა.
