Reuters: EU-ს არჩევნებში ორბანის პარტიამ ბოლო ათწლეულებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

გამოცემა Reuters-ი წერს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრ ს პარტიამ, ფიდესმა ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეროვნულ თუ EU-ს არჩევნებში მიღებულ თავის ყველა შედეგთან შედარებით ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
პირველადი შედეგების მიხედვით, ორბანის პარტია, ფიდესი და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატები პირველ ადგილზე ხმების 44.2%-ით გავიდნენ და ევროპარლამენტში 11 ადგილი მოიპოვეს, მანამდე კი 13 ადგილს ფლობდნენ.
მეორე ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული ტიზა გავიდა, რომელმაც ევროპარლამენტში 7 ადგილი ხმების 30%-ით მიიღო, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მოპოვებულ ხმებზე მეტია.
“ეს შედეგი არის ორბანის ძალაუფლების ქარხნის ვატერლოო, დასასრულის დასაწყისი. რაც მოხდა პოლიტიკური მეწყერია”. – თქვა ტიზას ლიდერმა, პიტერ მაგიარმა.
ორბანმა თავის მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ ეს შედეგები უნგრეთში დემოკრატიის სიძლიერეზე მიუთითებს.
“საომარ სიტუაციასა და რთულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ”. – უთხრა ორბანმა თავის მხარდამჭერებს.
ფიდესი ხელისუფლებაში 2010 წლიდან არის.