“კუსო”, “ენცო” და თორნიკე რიჟვაძე – 2 პენსიონერი ქალის მიერ “დაქირავებული” “კრიმინალური ავტორიტეტების” 18 წარმომადგენელი და მუქარა მაღალჩინოსნის სახელით – მედია

“კუსო”, “ენცო” და თორნიკე რიჟვაძე – 2 პენსიონერი ქალის მიერ “დაქირავებული” “კრიმინალური ავტორიტეტების” 18 წარმომადგენელი და მუქარა მაღალჩინოსნის სახელით – მედია
ტვ პირველის ინფორმაციით, პენსიონერის ქალის, ნინო ცეცხლაძის დაკვეთით დაწყებული და ე.წ. ქურდების დაპირისპირებით დასრულებული ხმაურიანი კრიმინალური ოპერაციის ფაილების მიხედვით, ხმების იდენტიფიცირების მიზნით, ხმების ნიმუშები –ს წარმომადგენლებმა ოპერატიული მუშაობის შედეგად შეაგროვეს, კერძოდ კი, საქმის ფიგურანტებს ქუჩაში აჩერებდნენ და მათ ხმებს იწერდნენ.
მედიის ცნობით, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ფარული სატელეფონო მოსმენების დროს, პოლიციას ხელში ჩაუვარდა საუბარი, რომლის მიხედვითაც პენსიონერ ნინო ცეცხლაძის დაკვეთით “ქურდები”, ფულის ამოსაღებად დიდი შეკრებას ამზადებდნენ.
საქმის მთავარ ფიგურანტს, ქობულეთში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ ნინო ცეცხლაძეს სხვადასხვა მიზეზით აჩერებდნენ და ესაუბრებოდნენ, იმისათვის, რომ დაედგინათ, ნამდვილად ის იყო ქალი, რომელიც ე.წ. კანონიერ ქურდებს დიდი ფულის ამოსაღებად “ქურდულ” გარჩევებს უკვეთდა, თუ არა, თუმცა, უცნობია, რა საჭირო იყო ხმის ნიმუშის ჩასაწერად რამდენიმე გაჩერება და საუბარი.
მედიის ცნობით, ერთ–ერთი ფარული ჩანაწერებით დგინდება, რომ ერთხელაც, როდესაც საპატრულო პოლიციამ ნინო ცეცხლაძეს პირადობის დამდასტურებელი მოწმობა მოსთხოვა – ქალი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და სამართალდამცავები გალანძღა.
მედიის ინფორმაციით, ჩანაწერში ისმის, რომ ქალი პოლიციას თორნიკე რიჟვაძესთან დარეკვით ემუქრება.
ტვ პირველის ცნობით, პენსიონერ, ნინოს ინტერესებს “ქურდული საქმის” გარჩევის დროს, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი “კუსო” იცავდა, მისმა მოვალემ ასევე პენსიონერმა ლალი შიშმელაშვილმა კი საქმეში “ქურდი” – ე.წ. ენცო ჩართო, ორივე ქურდს ჰყავდა რწმუნებულები საქართველოში, ვისაც საქმე უნდა გაერჩია.
საქმეში 18 ჩანაწერია. 18 პირი ახლა ციხეშია – ვინც საქმეს არჩევდა, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სამი წლით ციხეში წასვლის საფრთხის წინაშეა პენსიონერი ნინო ცეცხლაძე, მან პროცესზე აღიარა, რომ მეგობრისთვის ნასესხები 50 ათასი დოლარის ამოღებას “ქურდების” საშუალებით ცდილობდა.
უცნობია, რა ბედი ელის მოვალე ქალბატონს, რადგან ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირი, ქართული კანონდებლობის მიხედვით, დასჯადია, მაშინაც კი, თუ თავის დასაცავად მიმართავ “ქურდებს”.
ასევე, უცნობია, რა აკავშირებს “კუსოს” და თორნიკე რიჟვაძეს ერთმანეთთან და როგორ მოხდა, რომ ნინო ცეცხლაძე პოლიციას რიჟვაძით ემუქრება და მოვალეს კი “კრიმინალური ავტორიტეტით”? წესით, ამ კითხვას პასუხი გომელაურის უწყებამ უნდა გასცეს, აკი, სწორედ ამ უწყებამ ჩაიწერა, როგორ ემუქრება პოლიციას თორნიკე რიჟვაძით ქალი, რომელიც პარალელურად, იგივე შსს–ს ინფორმაციით, “კრიმინალურ ავტორიტეტებს” ურიგდება.

ასევე დაგაინტერესებთ