პაატა მანჯგალაძე – ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა, როცა მას სწორედ იმიტომ მოუწია პოლიტიკური პროცესებიდან დროებით გაცლა, რომ თავზე აქვს მიღებული სერიოზული ტრავმა

ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა – როგორ ლაპარაკობენ ნიშნის მოგებით ლევან ხაბეიშვილზე, მაშინ, როდესაც თვითონ მიიყვანეს ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ნიშნის მოგებით არ უნდა საუბრობდეს მაშინ, როდესაც ერთი დამნაშავეც არ არის დაკავებული, ვინც მოქალაქეს, პარლამენტის წევრს და მათ კოლეგას ფიზიკურად ნახევარი საათის განმავლობაში უსწორდებოდა.
„ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა, როცა მას სწორედ იმიტომ მოუწია პოლიტიკური პროცესებიდან დროებით გაცლა, რომ თავზე აქვს მიღებული სერიოზული ტრავმა. როგორც მან მითხრა, ექიმების რეკომენდაციით, ის ვერ შეძლებს რაიონ და სოფელ-სოფელ სიარულს და აუცილებელია სპეციალური სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსის გავლა, მათ შორის უცხოეთში.
„ქართული ოცნება“ ნიშნის მოგებით როგორ საუბრობს ლევან ხაბეიშვილზე, როცა ერთი დამნაშავეც არ არის დაკავებული, ვინც მოქალაქეს, პარლამენტის წევრს და მათ კოლეგას ფიზიკურად ნახევარი საათის განმავლობაში უსწორდებოდა. მე არცერთი „ქოცი“ არ მინდა რომ იმ მდგომარეობაში ვნახო. როგორ ლაპარაკობენ ნიშნის მოგებით ლევან ხაბეიშვილზე, მაშინ, როდესაც თვითონ მიიყვანეს ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ .

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”