ამერიკელი პოლკოვნიკი – უკრაინელებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოაგდეს

უკრაინამ მიმდინარე წლის იანვარში А-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა Patriot-ით ჩამოაგდო, – უკრაინული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია -ის არმიის მე-10 საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა როსანა კლემენტემ გაავრცელა.
ამერიკელი ოფიცრის განმარტებით, უკრაინის სახელმწიფოს დამცველებმა საჰაერო ჩასაფრების (SAMbush) ტაქტიკა გამოიყენეს, რისთვისაც მებრძოლები სპეციალურად იყვნენ მომზადებული.
პოლკოვნიკის თქმით, უკრაინელები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილს სტაციონარული ობიექტების დასაცავად იყენებენ, სხვები გადაადგილდებიან და „აკეთებენ ჭეშმარიტად ისტორიულ საქმეებს“.
„მსგავსი არ მინახავს საჰაერო თავდაცვაში მუშაობის 22 წლის განმავლობაში”, – ხაზგასმით აღნიშნა როსანა კლემენტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?