წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია, – ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: 2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი – 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი – 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 33.7 მლნ.
აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს.
2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს TOP 10 ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
· თურქეთი – 42.4 მლნ აშშ დოლარი;
· ჩეხეთი – 41.5 მლნ აშშ დოლარი;
· აშშ – 33.7 მლნ აშშ დოლარი;
· ნიდერლანდები – 32.3 მლნ აშშ დოლარი;
· მარშალის კუნძულები – 22.3 მლნ აშშ დოლარი;
· იაპონია – 19.3 მლნ აშშ დოლარი;
· ჩინეთი – 13.9 მლნ აშშ დოლარი;
· აზერბაიჯანი – 12.7 მლნ აშშ დოლარი;
· მალტა – 11.7 მლნ აშშ დოლარი;
· დანია – 10.2 მლნ აშშ დოლარი.