მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო რეგიონში ლიდერია

საკონსულტაციო ფირმა Henley&Partners-მა 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი იყოფენ. აღნიშნული ქვეყნების პასპორტებით უვიზო მიმოსვლა 194 ქვეყანაშია შესაძლებელია. ბოლო ადგილზეა ავღანეთი, მისი პასპორტით უვიზო გადაადგილება მხოლოდ 28 ქვეყანაში შეიძლება.
რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 51-ე ადგილს იკავებს. ქართული პასპორტით უვიზო გადაადგილება ნებადართულია 122 ქვეყანაში. ქვეყანას რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი აქვს. კერძოდ, მეზობელი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
– 52-ე ადგილი უვიზო მიმოსვლა 120 ქვეყანაშითურქეთი – 53-ე ადგილი – უვიზო მიმოსვლა 118 ქვეყანაშიაზერბაიჯანი – 72-ე ადგილი – უვიზო მიმოსვლა 72 ქვეყანაშისომხეთი 75-ე ადგილი – უვიზო მიმოსვლა 69 ქვეყანაშია შესაძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად