მამარდაშვილი “ნიუკასლში” გამოირიცხა – “კაჭკაჭებმა” შეთანხმებას სხვა მეკარესთან მიაღწიეს

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემა Cope-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ნიუკასლმა” “ვალენსიას” გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.
ავტორიტეტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, “კაჭკაჭებმა” არჩევანი “ბარნლის” მეკარე ჯეიმს ტრაფორდზე შეაჩერეს.
“ნიუკასლი” “კლარეტებს” ტრაფორდის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაუხდის.
შეგახსენებთ, ესპანური პრესის ცნობით, მამარდაშვილი “ვალენსიას” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად დატოვებს.