სალომე სამადაშვილი – ევროპული არჩევნები გვეუბნება, რომ რამდენიმეწლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად – დარჩება ივანიშვილის რეჟიმი? – დაიხურება ეს ფანჯარა – დავამარცხებთ? წავალთ ევროპაში, ოღონდ მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატზე არა

ეს გვეუბნება, რომ რამდენიმეწლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად. ჯერი ჩვენზეა, დარჩება ს რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის სათავეში? – დაიხურება ეს ფანჯარაც. დავამარცხებთ? წავალთ ევროპაში, ოღონდ მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატზე არა, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ივანიშვილის დამარცხება 26 ოქტომბერს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე საქართველოს მოქალაქემ შეიძლება გააკეთოს მისი ცხოვრების განმავლობაში.
„რას ნიშნავს ევროპული არჩევნების შედეგი ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის?
1. ევროკავშირის მოწინააღმდეგე ფრონტი დამარცხდა, ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაზე ამ ეტაპზე გაგრძელდება იგივე პოლიტიკა. ახალ ევროპულ კომისიაში, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მანდატი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტი, სავარაუდოდ დიდ და გავლენიან ქვეყნებს ექნებათ პრეტენზია. მთავარი საკითხი იქნება და ევროპული პროექტი-ანუ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე. ისტორიული შესაძლებლობა გვეძლევა, თუ რუსულ ხელისუფლებას გავაგდებთ ოქტომბერში.
2. სადაც ულტრამემარჯვენე ძალებმა მოიპოვეს შედარებით მეტი მანდატი (ყველაზე მძიმე შედეგი საფრანგეთშია, ცხადია) ემიგრაციის საწინააღმდეგო პლატფორმა იყო წამყვანი და ზოგადად, ევროპის შიდა სივრცის უკეთ დაცვა. ანუ, მათთვის ვინც ევროკავშირის წევრი არ იქნება, ევროპა შესაძლოა გახდეს უფრო მიუწვდომელი მომავალში. შესაბამისად, როდესაც ივანიშვილის პოლიტიკის გამო შანსია, დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა, არჩევანი არის მარტივი-ან იქნები ევროპის შიგნით, ან გარეთ, კიდევ უფრო მეტი გამყოფი ბარიერის მიღმა, დაუცველ, ღარიბ სივრცეში.
3. უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება, ს შეკავების პოლიტიკაც-პრორუსულმა ძალებმა ვერ გაიძლიერეს პოზიცია საერთო ევროპულ დონეზე. საბოლოოდ კი, ეს არჩევნები გვეუბნება, რომ რამდენიმეწლიანი ფანჯარა გვაქვს ევროპაში შესასვლელად.
ჯერი ჩვენზეა, დარჩება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ქვეყნის სათავეში?-დაიხურება ეს ფანჯარაც. დავამარცხებთ? წავალთ ევროპაში, ოღონდ მხოლოდ ფეხბურთის ჩემპიონატზე არა. ივანიშვილის დამარცხება 26 ოქტომბერს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თანამედროვე საქართველოს მოქალაქემ შეიძლება გააკეთოს მისი ცხოვრების განმავლობაში. ესაა ჩვენი დიდგორი ამ ქვეყნის გადასარჩენად“,- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა – ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა

ბიძინა ივანიშვილი – კახეთი, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ასე იყო უწინაც, ასეა ახლაც – ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას

კახა კალაძე – რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედან, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში