საქართველოში ავტომობილის ყველაზე პოპულარული ფერი რუხია

2023 წლის მდგომარეობით საქართველოში ავტოპარკის მოცულობა 1.7 მილიონ ავტომობილს აღწევს. ავტომობილის მარკებს შორის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: მერსედეს ბენცი, ტოიოტა, ფორდი, ვაზ და ოპელი. რაც შეეხება ავტომობილის მოდელებს მთლიანობაში აქ FORD TRANSIT-ი ლიდერობს, კონკრეტულად მსუბუქ ავტომობილებში კი TOYOTA PRIUS
რაც შეეხება ფერს, საქართველოში რეგისტრირებულთა შორის რუხი (448 ათასი) და თეთრი (374 ათასი) ავტომობილები ჭარბობს. შემდეგ მოდის შავი (236 ათასი) და ლურჯი (218 ათასი), ხუთეულს ასრულებს წითელი (132 ათასი)