ბენი განცმა ომის კაბინეტი დატოვა

ისრაელის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბენი განცმა ისრაელზე „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ შექმნილი ომის კაბინეტი დატოვა.
განცის განმარტებით, ხელისუფლების დატოვების გადაწყვეტილება რთული და მტკივნეულია, მაგრამ მიზეზი ის არის, რომ „შეიცვალა ვითარება ქვეყანასა და გადაწყვეტილების მიღების ოთახში“.
”სამწუხაროდ, ბატონი ნეთანიაჰუ ხელს გვიშლის ჭეშმარიტ გამარჯვებასთან მიახლოებაში“, – აღნიშნა განცმა.
მისი თქმით, ნეთანიაჰუ პირად პოლიტიკური ინტერესებს ღაზას სექტორის ომის შემდგომი სტრატეგიის შემუშავებაზე მაღლა აყენებს.
„საბედისწერო სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება გაურკვევლობით და დაგვიანებით, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და პრემიერ-მინისტრს არჩევნების უახლოეს თვეებში ჩატარებისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება