ვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ მზად არ ვართ – მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს

ამხანაგურ მატჩში, სტუმრად მონტენეგროს 3:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:
“ეს გამარჯვება ჩვენთვის გერმანიაში ჩასატარებელი შეხვედრების წინ თვითდაჯერების მხრივ ბევრს ნიშნავდა. თუმცა, ფიზიკურად ჯერ ბოლომდე არ ვართ მზად, ეს მეორე ტაიმში გამოჩნდა. თურქეთთან პირველ დაპირისპირებამდე ცხრა დღე გვაქვს, რათა გერმანიაში გასამართი თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ”, – ციტირებს სანიოლს vijesti.