უხვი ნალექის გამო, საქართველოს მდინარეებში წყლის დონე მომატებულია

უხვი ნალექის გამო, საქართველოს მდინარეებში წყლის დონე მომატებულია. meteo.gov.ge-ის ჰიდროლოგიური მონაცემებით, სასიგნალო ნიშნულზეა წყლის დონე რამდენიმე მათგანზე.
ამ ეტაპზე მდინარე ენგურზე (ხაიში) წყლის დონე 394 სმ-ია და სასიგნალო ნიშნულს სცდება (სასიგნალოდ ითვლება 320 სმ, საშიშად – 500 სმ). სასიგნალო ნიშნულს სცდება ასევე მდინარე მტკვარზე წლის დონე, სადაც სასიგნალო ნიშნული 180 სმ-ია, ამჟამად მტკვარი – ხერთვისის მაჩვენებელი 190 სმ-ია.
22:45-ისთვის, თბილისში, მდინარე ვერეზე წყლის დონე 168 სმ-ია, სასიგნალო მაჩვენებლად 210 სმ. ითვლება.