Nike-მა Adidas-ის წინააღმდეგ საქმე მოიგო და ტანსაცმელზე 3 ზოლის გამოყენების უფლება მოიპოვა

Nike-მა გერმანიაში ზოგიერთ შარვალზე შესაძლოა 3-ზოლიანი ლოგო გამოიყენოს. გადაწყვეტილება სასამართლომ სამშაბათს, მეორე სააპელაციო მოსმენის შემდეგ. საქმეზე ამერიკული სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი თავის გერმანელ კონკურენტ Adidas-ს ედავებოდა. ამის შესახებ Reuters წერს.
დიუსელდორფის სასამართლომ ადრე Nike-ს 2 ან 3 ზოლის გამოყენება შარვლის 5 მოდელზე მას შემდეგ აუკრძალა, რაც Adidas-მა სასაქონლო ნიშნის დარღვევის გამო 2022 წელს Nike-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
Nike-ს ახლა შეუძლია გამოიყენოს ზოლები შარვლის 4 მოდელზე.
ამასთან, ერთი მოდელის აკრძალვა ძალაში რჩება, – გადაწყვიტა სასამართლომ და წინა გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააუქმა.