რუსეთის ხელისუფლება ხარკოვის სამხედრო ოპერაციაში აფრიკელ სტუდენტებს იყენებს-Bloomberg

რუსეთის ხელისუფლებამ აიძულა ათასობით მიგრანტი და უცხოელი სტუდენტი, ებრძოლათ ში, კერძოდ, მონაწილეობა მიეღოთ ხარკოვის რეგიონში მიმდინარე ს შეტევით ოპერაციაში, – წერს 9 ივნისს Bloomberg-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით.

“იმ ტაქტიკის გამოყენებით, რომელიც პირველად „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის მიერ დაინერგა, რუსი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად ემუქრებიან აფრიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მუშებს, რომ არ გაუგრძელებენ ვიზებს, თუ ისინი არ დათანხმდებიან ჯარში წასვლას”, – ნათქვამია სტატიაში.
Bloomberg-ი, ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ზოგიერთი აფრიკელი, რომლებიც რუსეთში სამუშაო ვიზებისთვის არიან დაკავებული და იძულებულნი არიან არჩევანი დეპორტაციასა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობას შორის გააკეთონ.
ჟურნალისტები ამბობენ, რომ უცხოელებს სარისკო საბრძოლო მანევრებში იყენებენ უფრო გაწვრთნილი რუსული დანაყოფების შესანარჩუნებლად.
“უკრაინის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ბრძოლის ველზე დატყვევებულ პატიმრებს შორის მათ შენიშნეს უცხოელი დაქირავებულების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. მათი [უკრაინელი ჯარისკაცების] თქმით, განსაკუთრებით ამბობენ აფრიკელები და ნეპალელები”, – წერს გამოცემა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც