Neuralink-ის კონკურენტმა ადამიანის ტვინში რეკორდული – 4096 ელექტროდი ჩანერგა

ნეიროსტარტაპმა Precision Neuroscience-მა ადამიანის ტვინში 4096 ელექტროდი ჩანერგა, რაც 2023 წელს დაფიქსირებულ წინა რეკორდს – 2048 ელექტროდს, აორმაგებს. საინტერესოა, რომ კომპანიას ელონ მასკის Neuralink-ის ყოფილი ინჟინერი ხელმძღვანელობს, რომელმაც ადამიანებზე ცდების ჩატარება სულ ახლახან დაიწყო.
პაციენტის ტვინთან შეხებისას ელექტროდებმა აღრიცხეს უზარმაზარი ინფორმაცია ტვინის 8 კვ/სმ-ზე. ეს არის ადგილი, რომელიც ცნობილია როგორც მოტორულ-სენსორული საზღვარი. კომპანია ამბობს, რომ ეს მონაცემები არის გასაღები ახალი ტექნოლოგიის შესაქმნელად, რომელსაც შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მომხმარებლის ზრახვები.
Neuralink-ისგან განსხვავებით, Precision Neuroscience-მა იმპლანტანტები არაინვაზიურად დააპროექტა, მიკროელექტროდებს ეკონტაქტებიან, მაგრამ არ აღწევენ ტვინის ქსოვილში. პირველი ტესტის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Neuroscience-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენ რაპოპორტმა მასკის კომპანია Neuralink-ი უსაფრთხოების პრობლემების გამო დატოვა.
ზოგადად, ტვინის იმპლანტატის მიზანი ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა. ჩიპი ადამიანს საშუალებას მისცემს, კომპიუტერები ან სხვა მოწყობილობები, მხოლოდ თავისი აზრების გამოყენებით მართოს.