ლაშა ბექაური მადრიდის ღია პირველობის ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა (90 კგ კატეგორიაში), ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე, ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში ფრანგ ლივოლსს სძლია.
რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს, 81 კგ წონით კატეგორიაში, ის ფინალში ფრანგ არეგბასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.