ენდრიკმა პელეს მიღწევა გაიმეორა

ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ენდრიკმა ლეგენდარული პელეს მიღწევა გაიმეორა. მან “სელესაოს” მაისურით 17 წლის ასაკში ზედიზედ 3 შეხვედრაში გაიტანა.
ის პელეს მერე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსგავსი რამ 18 წლამდე მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ენდრიკი გასულ სეზონში “პალმეირაში” ასპარეზობდა, ზაფხულიდან კი უკვე მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი იქნება.