G7-ს სურს, ზეწოლა მოახდინოს ბანკებზე, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავიდან აცილებაში ეხმარებიან – Bloomberg

G7-ის ქვეყნები და ევროკავშირი იკვლევენ გზებს ბანკებზე ზეწოლისთვის, რომლებიც მოსკოვს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარებიან. ამის შესახებ Bloomberg წერს.
სააგენტოს წყარო აცხადებს, რომ ზოგიერთი მოკავშირე განიხილავს ზომებს, რომლებიც მიმართული იქნება მესამე ქვეყნების კრედიტორების მიმართ, რომლებიც, SWIFT-ის მსგავსს, ს ცენტრალური ბანკის ფინანსური შეტყობინებების სისტემას (СПФП) იყენებენ, რათა თავიდან აიცილონ სავაჭრო შეზღუდვები.
გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, СПФП-ის გამოყენება თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. მას ამჟამად 150-ზე მეტი უცხოური ბანკი იყენებს 20-მდე ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთი, ბელორუსია, სომხეთი, ტაჯიკეთი და ყაზახეთი.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფომ უარი თქვა СПФП-ის სრულად აკრძალვაზე იმის შიშით, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება გავლენა მოახდინოს იურიდიულ გარიგებებზე და დააზიანოს ურთიერთობა ამ მესამე ქვეყნებთან.