ბაიდენი და მაკრონი მხარს უჭერენ რუსეთის აქტივების უკრაინისთვის გადაცემის იდეას

შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირეს უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგების გამოყენებას. შესაბამისი ერთობლივი განცხადება პარიზში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“პრეზიდენტები ვალდებულებას იღებენ მხარი დაუჭირონ ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ძალისხმევას, რათა რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული გაუთვალისწინებელი დივიდენდები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ბაიდენმა და მაკრონმა უკრაინის მხარდაჭერის სხვა ვარიანტებიც განიხილეს. კერძოდ, შეერთებული შტატები და საფრანგეთი აპირებენ დაეხმარონ კიევს ომის ჰუმანიტარული შედეგების დაძლევაში, ასევე შეამცირონ ომის გავლენა სურსათის გლობალურ სტაბილურობაზე, ენერგიაზე, გარემოსა და ბირთვულ უსაფრთხოებაზე.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის მიწოდებაზე და ასევე აღნიშნეს, რომ სამხედრო წარმოებისთვის მოსკოვი ყიდულობს ჩინურ “ორმაგი გამოყენების მასალებსა და კომპონენტებს.”
ში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა ს ბანკის დაახლოებით 280 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინეს.

მაისის ბოლოს „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა შეხვედრაზე ვერ მოხერხდა უკრაინისთვის თანხების გადარიცხვის სქემაზე შეთანხმება. G7 ქვეყნების ფინანსთა მინისტრები აღიარებენ, რომ ამის სამართლებრივი ჩარჩო ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. გარდა ამისა, აქტივების მოგების გადაცემას შესაძლებელია გლობალური ფინანსური სისტემის რისკები უკავშირდებოდეს.

გაზეთი Financial Times-იც წერს, რომ უნგრეთი ევროკავშირის ინიციატივას კიევში თანხების გადარიცხვის შესახებ ბლოკავს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 40 მილიარდი დოლარის სესხს აძლევს, ევროპა კი მისი დაბრუნების გარანტი ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ