უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.
„პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, უკვე შეთანხმდნენ სა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების პროექტზე და მის დასრულებას ივნისის ბოლოს აპირებენ.